31-10-2018
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ჯამში 1840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩნდათ.
„25 - 29 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ა.ა.-ს, ს.ა.-ს, ზ.მ.-სა და ვ.ი.-ს, ჯამში, 1840 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.