გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა ნათელაშვილი „რუსთავი2“-ს უღირს საქციელში ადანაშულებს

31-10-2018

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მან საპრეზიდენტო არჩევნებზე 60 ათასი ხმა აიღო და ეს, მისივე შეფასებით, კარგი შედეგია.


ამასთან, ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, მის წინააღმდეგ უღირს ქმედებებში დაადანაშაულა, ხოლო „რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებულ კვლევით კომპანიას, „ედისონ რისერჩს“ „მძიმე დღეებს“ დაპირდა.


„მინდა ვუსაყვედურო „რუსთავი2“-ს, რომელმაც ჩემი ამომრჩეველი მთელი თვის მანძილზე ზომბირებაში ამყოფა და დაარწმუნა, რომ არჩევნებზე  მოსვლას და ჩემთვის ხმის მიცემას აზრი არ ჰქონდა, რადგან რეიტინგი  დაბლა იწევდა.  ეს  ღირსეული საქციელი არ არის და მე „ედისონ რისერჩს“, რომელმაც ეს ბინძური დავალება შეასრულა, ძალიან მძიმე დღეებს ვპირდები“-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.


nsp.ge