გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გახარიას პარტიის ქობულეთის შტაბის უფროსი რეზი ჯალაღანია: სრულად ვემიჯნები პარტიის მოქმედებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, რის გამოც საჯაროდ ვტოვებ პარტიას

16-10-2024

„საჯაროდ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვგმობ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ქობულეთის შტაბის უფროსი რეზი ჯალაღანია სოციალურ ქსელში წერს.


რეზი ჯალაღანია ამ გადაწყვეტილების მიზეზად ბოლოდროინდელ მოვლენებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ემიჯნება პარტიის ხედვებსა და განსაკუთრებით მოქმედებებს, რომელიც ფაქტობრივად სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად მიმართულია იმისკენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, თუნდაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად.


„მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, პატრიოტი რომელიც ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ისტორიის სწორ მხარეს, ამჟამად ჩემი ქვეყნისთვის ასეთ რთულ და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ მომენტში არ და ვერ დავრჩები არასწორ და არამართებულ პოზიციაზე.

როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენეს, ქვეყანაში არის, როგორც გარე, ასევე ჩემდა სამწუხაროდ შიდა მტრები, რომელთა ხედვები და პოზიციები ჩემთვის, როგორც საქართველოს პატრიოტისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგანაც ყოველივე მიმართულია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის წართმევისკენ.


სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მე როგორც გ.გახარიას პარტიის წარმომადგენელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად ვემიჯნები, აღნიშნული პარტიის ხედვებსა და განსაკუთრებით მოქმედებებს, რომელიც ფაქტობრივად სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად მიმართულია იმისკენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, თუნდაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.


მე მინდა, რომ ჩემმა ოჯახმა და სრულად საქართველოს მოსახლეობამ იცხოვროს, თავისუფალ, დამოუკიდებელ და წელში გამართულ სახელმწიფოში, რის გამოც საჯაროდ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვგმობ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს!!!!!!“ - წერს რეზი ჯალაღანია.