გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: არაკაცი უსამშობლოებით დახუნძლულმა „ნაცსექტამ“ მორიგი ბინძური ტყუილი შეთხზა, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გარდაიცვალა, რადიკალი „ლუზერები“ ჩვეულ სიბილწეს მიმართავენ

16-10-2024

არაკაცი უსამშობლოებით დახუნძლულმა ნაცსექტამ მორიგი ბინძური ტყუილი შეთხზა, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გარდაიცვალა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ღონისძიების შემდეგ, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანის გადმოვარდნის და გარდაცვალების შესახებ.


მისი თქმით, რადიკალები ამ ფორმით ადასტურებენ, რომ ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსები აქვთ და ჩვეულ გზას მიმართავენ, თუმცა, მათ ბოროტი ტყუილებით, მანიპულაციით, ფსიქოლოგიური ტერორით და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევითაც არაფერი გამოუვათ.


„არაკაცი უსამშობლოებით დახუნძლულმა ნაცსექტამ მორიგი ბინძური ტყუილი შეთხზა, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გარდაიცვალა. რადიკალი „ლუზერები“ ადასტურებენ, რომ ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსები აქვთ და ჩვეულ სიბილწეს მიმართავენ - ბოროტი ტყუილები, მანიპულაცია, ფსიქოლოგიური ტერორი და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა. ამგვარი „გამარჯვებისთვისაც“ არაფერი გამოუვათ! იმედია, მიუმხრობელი საერთაშორისო დამკვირვებლები საზოგადოებას აჩვენებენ, რომ რეაგირებენ კოლექტიური „ნაცების“ ექსტრემისტულ აქტივობებზე.


„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება: გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.