გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: ამ პარტიებს უნდათ, რომ უწყისი ჩაგვაბარონ ომში შესასვლელად - მათი გეგმა ეს არის, ღიადაც ამას ამბობენ, რომ არა ხალხის დაკვეთის შესრულება, ან ხალხის ნების მოსმენა, არამედ, მთავარი არის ასიამოვნონ გარე პოლიტიკურ ძალე

17-10-2024

გაცხადებული აქვთ საერთო ჯამში რა არის მათი დაპირება, ჩვენ ამას ვხედავთ, მათი დაპირება არის ის, რომ დააწესებენ სანქციებს. დაუწესებენ სანქციებს რუსებს და ეს თქვეს, როგორც თავის პროგრამით, - ”ლელო“ პირდაპირ ამბობს, რომ აპირებს ეკონომიკა ჩამოშალოს. ხალხი, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა თავის ცხოვრებაში, ანაკლია ნახეთ სადამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში, ბოლოს ბიუჯეტისგან გარანტირებულ მოგებებს ითხოვდნენ. ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყანა უნდა ააყვავონ, პირდაპირ პროგრამაში უწერია „ლელოს“, რომ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა პირდაპირ, რომ ევრო პარლამენტის ბოლო რეზოლუციას, სადაც პირველად დაფიქსირდა, გამჟღავნდა, ის რასაც, ორი წელი ჩვენგან ითხოვდნენ დახურულ კარს მიღმა, რომ დავუწესოთ სანქციები რუსეთს თქვა - კი დავუწესებთ სანქციებს რუსეთს, შესაბამისად, ეს არის პირდაპირი ბილეთი - ომში. უნდათ რომ, ასე ვთქვათ, უწყისი ჩაგვაბარონ ომში შესასვლელად ამ პარტიებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, თუ რა სურათი შეიძლება დადგეს ქვეყანაში 4 ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.


პაპუაშვილის განცხადებით, რეპრესიები პირდაპირ ქარტიაში ჩანს, საერთო ჯამში ეს არის ოპოზიციური პარტიების გეგმა.


„რეპრესიები ჩანს პირდაპირ ამ ქარტიაში, რომ დაგეგმილია რეპრესიები სხვადასხვა უწყებებში, ასე რომ ეს არის საერთო ჯამში, რაც არის გეგმა. რაც შეეხება მათ შორის შეთანხმებას მათ არავინ არაფერს ეკითხება, როგორც არავინ არაფერი არ კითხა, როგორც უთხრეს ისე დალაგდნენ და მშვენივრად ხელი მოაწერინეს ყველაფერზე, ამ ქარტიას ვგულისხმობ თავისი ხელით ამ პოლიტიკოსებს ქართველებისთვის, საქართველოსთვის ბანანის რესპუბლიკა დააძახებინეს. მათ ვინც ეს შეადგინა, შემდეგ საზღვარგარეთ იარა ქალბატონმა სალომემ და ვნახეთ, რომ ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, „გარეთ დატრიალებული დოკუმენტია“, რასაც ეტყვიან საბოლოო ჯამში ეს გაკეთდება და ვხედავთ, რომ მათი გეგმა ეს არის, რომ ღიადაც ამას ამბობენ, რომ არაა ხალხის დაკვეთის შესრულება, ან ხალხის ნების მოსმენა, არამედ, მთავარი არის ასიამოვნონ გარე პოლიტიკურ ჯგუფებს და ძალებს. შეაქონ, მათ თქვან, რომ კი ბატონო კარგია, აი თქვენ ცოტა მოლაპარაკება, აი თქვენ ცოტა გრანტი და ცოტა სხვა დახმარება, აი ამაზე აქვთ აწყობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.