გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

17-10-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR“ ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი „Saperavi Experience: Secrets of Georgia's Red Treasure“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.


ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.