გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბდალაძე: აუცილებლად წადით არჩევნებზე და ხმა ვაშაძის წინააღმდეგ მიეცით, რათა მწამებელი რეჟიმი არ დაბრუნდეს

31-10-2018

ფოტოგრაფი გია აბდალაძე სთხოვს ყველას, ვინც არჩევნებზე არ წავიდა, „მივიდეს მეორე ტურზე და ხმა ვაშაძის წინააღმდეგ მისცეს, რათა არ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, ის უსამართლოდ დააპატიმრა, ჯაშუშობა დააბრალა და ციხეში აწამებდა“- ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.


„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს წამებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. ერთი არის „ქილერა“, რომლის შეწყალებასაც ვაშაძე აპირებს. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამეს გლდანის საპყრობილეში“, - ამბობს აბდალაძე.


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.


ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.