31-10-2018
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ კიდევ ორ კოოპერაციულ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დაინერგა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მთის გემო“ და „თანადგომა“ ადიგენისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ. მათ USAID/საქართველოს სასოფლო -სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის თანადაფინანსებით “საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის „ (HACCP) შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მთის გემო“ და „თანადგომა“ 2016 წელიდან ჩართულები არიან „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები ფუნქციონირებენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა მიეცათ აწარმოონ უვნებელი და მიკვლევადი პროდუქცია, რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, რძის მწარმოებელ სამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დაინერგა.