გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროპარლამენტარი: როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება, მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

17-10-2024

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.


„არ ვიცი ვის მივცემდი ხმას, საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო. იმავდროულად, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რაიმე რეკომენდაცია მივცე ქართველებს. უარს ვამბობ არჩევნებში ჩარევაზე, იქნება ეს მთავრობის, თუ ოპოზიციის სასარგებლოდ. ქართველები უძველეს ერს წარმოადგენენ, გასაოცარი ისტორიით, რომელიც მოწმობს, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ უნარი, რომ შიდა საქმეები დამოუკიდებლად ემართათ.


საქართველო არის ერი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იცის როგორ იბრძოლოს თავისუფლებისთვის და როგორ დაიცვას ის. ქართველებს საკმარისი შეგნება და გამოცდილება აქვთ, რომ თავად განსაჯონ ვინ მუშაობს მათ სასარგებლოდ და ვინ წარმოადგენს უცხოურ ინტერესებს. მე, როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ გაუგზავნა.