8-12-2017
ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს მერიის ააიპებში სწავლის საფასურის გაუქმებასთან დაკავშირებით. მიღებული დადგენილებით, მერიის სპორტულ და კულტურულ ააიპებში სწავლის საფასური უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერს წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი მშობელი მიმართავდა.
,,ეს გადაწყვეტილება მიღებულია თითოეული ჩვენგანის შვილისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალგაზრდების განვითარებას შევუწყოთ ხელი.
მთავარი მიზანია, გვყავდეს ჯანსაღი, განათლებული თაობა და მათ სწავლის მიღების პროცესში დაბრკოლებები არ შეექმნათ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.