გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟე ოფიცრებმა სგპ ,,სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

18-10-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.


კერძოდ,საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების, რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული და უფლებამოსილი პირის მიერ  ზეპირი გამოკითხვისას, მან არადეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია უარყო.


აღსანიშნავია, რომ შეფუთულ საქონელზე, ქართულ ენაზე, არ იყო დატანილი სავალდებულო მითითებას დაქვემდებარებული სამედიცინო გაფრთხილებები. ამასთან, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს.


კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია სასაქონლო კოდების, მათ მიმართ სავალდებულო რეგულაციების/განაკვეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/800cbef0-32bf-4f06-94fe-8afd2bf144a0?openFromSearch=true

https://rs.ge/CommodityCodes?cat=2&tab=1