1-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოში ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუე და დეზინფორმაციის მორიგი კლასიკურ მაგალითია.
"აშშ-ს და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და ურთიერთ მხარდაჭერაზე. ორი ქვეყანა ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა ერთმანეთთან.
ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ამ ურთიერთობების გამოვლინება, რომელმაც ჩვენი კავშირები ახალ საფეხურზე გადაიყვანა, განსაკუთრებთ კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია"-ასე უპასუხა ქაცარავამ "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი მაღალჩინოსნის, ნიკა რურუას განცხადებას.
"როგორც ეს საიტი გვამცნობს, ჯონ ბოლტონმა ქოც-მთავრობა გააფრთხილა რომ ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ უნდა მისცენ.
ანუ, თუ ეს სიმართლეა, ამის საფრთხე დაინახეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრორუსი, მოღალატე ხელისუფლება. აი ისეთი, როგორი საპრეზიდენტო კანდიდატიც შემოგვთავაზეს.
PS. თუ ფეიკ ინფოა და ასეთივე საიტია, ესეც გვითხრან. მხოლოდ გაგვიხარდება"-ციტირებს ერთ-ერთ საიტს ნიკა რურუა.