გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

18-10-2024

პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ტემპის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.


„ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წლის თავზე ჩვენი ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს, ჩვენი ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მლრდ ლარს, 4%-მდე შემცირდება უმუშევრობა, 4%-მდე შემცირდება სიღარიბე. ამისთვის გვჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომელიც გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პროგნოზები უმჯობესდება, თუმცა გვინდა, რომ ამ პროგნოზებსაც დამატებით გადავაჭარბოთ. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.