გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება - ამას თავად აღიარებენ

18-10-2024

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმიანება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება მანიპულაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 1 კვირაზე ნაკლები დარჩა და წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მისი თქმით, თავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და აღნიშნავენ, რომ შედეგები ვერ გაყალბდება.


„სულ რაღაც 1 კვირა დარჩა არჩევნებამდე, მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია გაყალბება. ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება- ამას თავად აღიარებენ ანუ მიზეზი აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე ქმედებას მიმართო“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.