გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯგუფი „მგზავრები“: სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე

18-10-2024

ჯგუფი „მგზავრები“ თბილისის მერიის მიერ დაორგანოზებულ კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და იმ ბულინგის კამპანიას პასუხობს, რაც მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კონცერტში მონაწილეობა მათ უნდა მიეღოთ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა.


„მგზავრები“ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.


რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის , თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.


სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.