გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

19-10-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებითრიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისშიმთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლების პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნებისისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების მხარდაჭერაამცირე მარნების სეგმენტიბოლო წლებშიაქტიურად ვითარდებადღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებსრომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს.


ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდაფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევსგაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.