გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში, ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ასეც დარჩება

19-10-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართული ღირებულებების საბოლოო გამარჯვება უნდა იყოს.


მისი განცხადებით, ქვეყანამ უნდა დაასრულოს მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რადგან, სწორედ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი სახელმწიფოთია შესაძლებელი ევროპულ ოჯახში შესვლა.


„ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევნები უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.


მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!“ - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში შეკრებილებს.