გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმი თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს

1-11-2018

1-2 ნოემბერს ბათუმი მასპინძლობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციას. მას გახსნიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.


საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთმანეთს მოსაზრებებს და ხედვებს გაუზიარებენ გადაწყვეტილებების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“


imedinews.ge