გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე რთულ დროს, შიდა და გარე ძალების მიერ ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, უხეში ჩარევებისა და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და შევინარჩუნეთ მშვიდობა

19-10-2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.


მან თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.


„2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, მოიტანა დიდი პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ისრაელთან.... 12 წელში ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი რითაც მაქსიმუმი გავაკეთეთ.


და რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროს, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში, მრავალი, შიდა და გარე ძალების მიერ ორგანიზებული, ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, დესტრუქციული ქმედებების, გარედან უხეში ჩარევების და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და ქვეყანას ავარიდეთ ომი და შევინარჩუნეთ მშვიდობა!


რა თქმა უნდა ყველა ეს მიღწევა პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ჩემო მეგობრებო, დღეს ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.