« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
19-10-2024
ბოლომდე ჩამოვხადეთ ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით მთავარი სათქმელი, ამიერიდან, საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება ყოველთვის შეასრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძად ქცეულ სიტყვებს - „ მამული, ენა, სარწმუნოება.“
„აქ, ამ ქვეყანაში, ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება: „მამული, ენა, სარწმუნოება“, და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც“ - განუცხადა მდინარაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.