გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართველ პედაგოგებს იტალიის პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ

20-10-2024

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ცენტრის იტალიური ენის ექსპერტს მაია ჯიჯავას იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ, საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იტალიური და ქართული განათლების დაახლოებისთვის მიენიჭათ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ღირსების ორდენი (Onorificenza di Cavaliere dell'Ordine della «Stella d'Italia»), რომელიც საზეიმო მიღებაზე იტალიის ელჩის რეზიდენციაში გადასცა მათ საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ.


აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში პირველად მოხდა ასეთი მაღალი რანგის ორდენის გადაცემა, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.