20-10-2024
„გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარტიას ტოვებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დიდუბის ორგანიზაციის წევრმა ნათია კუპრავამ მიიღო.
როგორც ნათია კუპრავა აცხადებს, პარტიის დატოვების მიზეზი კუთვნილი თანხის არ მიღება გახდა.
„ვინც მიგვიყვანა გახარიას პარტიაში, ვთხოვდი, რომ დაერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა. რატომღაც მოხდა ისე, რომ არ ჩაგვერიცხა თანხა, ვურეკავდი, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვრეკავდით, მაგრამ არავისგან არანაირი პასუხი არ გვქონდა. იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით პარტიიდან“, - განაცხადა ნათია კუპრავამ.