20-10-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გამართულ მარშზე ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს აქციაზე იწვევს და წამოცდენით სიტყვა - „მონას” ამბობს.
„გულწრფელი წამოცდენაა ნინო ლომჯარიასგან, რაც ახასიათებთ „ნაცბაბლის“ ტრაგიკომიკურ სპიკერებს. ლომჯარიასნაირი ანგარებიანი მონა-მოქალაქეები კი სხვებზე მანიპულირებენ და ცრუ მოლოდინებს უქმნიან მიმდევრებს. 26 ოქტომბრის სამართლიან საზოგადოებრივ ვერდიქტამდე რამდენიმე დღე დარჩა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.