გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდის არტ-გალერეაში „მედიამუზეუმის“ ექსპონატები გამოიფინა

1-11-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა "არტ-გალერეაში" „მედიამუზეუმის“ ექსპონატების გამოფენა გამართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილიიყო 160-ზე მეტი დასახელების ბეჭდური მედიასაშუალება, მათ შორის, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთების მატიანეები, პოლიგრაფია, ასევე, მოსაწვევი ბარათები, ქების სიგელები, უხმო ვიდეოაპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და სხვ. გამოფენა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა და გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. გამოფენილი ექსპონატები ენობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა (მეგრული, ქართული, სვანური, აფხაზური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური).


გამოფენაზე ღვაწლმოსილი ჟურნალისტების შესახებ დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი. სიტყვით გამომსვლელებმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესებში მათი როლის შესახებ ისაუბრეს.


,,გამოფენაზე როგორც მედიის, ისე, მთელი ქვეყნის ისტორიაა წარმოჩენილი. წარმომიდგენია, სხვადასხვა დროს, რაოდენ დიდ შრომას გაწევდნენ ჩვენი ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, რომელთაც სიტყვის თავისუფლება ეზღუდებოდათ და ხშირად მსხვერპლის გაღებაც კი უწევდათ. დღეს, როგორც არასდროს, მედია თავისუფალია და უნდა გავუფრთხილდეთ ამას,“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.


"მედიამუზეუმს“ ადგილობრივი მედიის, კულტურისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.