გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: მივმართავ ყველას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში: კანონის ჩარჩოებიდან ძალიან მცირე გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში

21-10-2024

„მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში: არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ, კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, ვინც კომისიის წევრებს დარღვევებზე ან თუნდაც კანონისგან უმნიშვნელოდ გადახვევაზე დაელაპარაკება, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს ბოროტის მსურველია და აქვს ერთადერთი მიზანი - იზრუნოს დემოკრატიული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.


„თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ და გარწმუნებთ: ვინც და რა ფორმითაც არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას, არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს მოწოდება, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი მისამართით, ყველაფერი ზემოხსენებულის მიუხედავად, იმოქმედეთ მხოლოდ კანონის შესაბამისად. სწორედ ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესი“, - განაცხადა მდინარაძემ.