გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: კვლავ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ ცდილობენ ყალბი აღქმებით და ფეიკ კამპანიებით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების გადაფარვას და ქვეყნის გაწირვას, რის საშუალებასაც, ნაც-აგენტურას არასდროს მივცემთ

21-10-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე იმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დისკრედიტაციის და არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის აქვს.


მისი თქმით, არჩევნების დისკრედიტაციის გზებში შედის ისეთი გზები, როგორებიცაა, პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასიურად, ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობა - საჯაროდ დემონსტრირება ისეთი ფოტოების, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღებით კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა და სხვა.


„აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, ჩვენი ინფორმაციით, ასევე განიხილავენ არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს, მათ შორის: ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა - ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა - პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასიურად - საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა - განიხილავენ ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებასაც კი - ე.წ. კარუსელების იმიტაცია - ბიულეტენების მოპარვა და გადაყრა, თითქოს ქუჩაში ადამიანები პოულობენ ბიულეტენებს, რომლებიც კარუსელისთვის იყო განკუთვნილი - რამდენიმე ადამიანის მხრიდან მცდელობა, რომ უბნებზე შევიდნენ მეორედ და ამაზე ხმაურის ატეხვა - ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობა - საჯაროდ დემონსტრირება ისეთი ფოტოების, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღებით კონტროლით, ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა - ასევე ფოტოების გავრცელება, სადაც 41-ის წინ წრეა გაფერადებული, შემდეგ კი გადახაზული, რითაც სოციალურ ქსელებში შეეცდებიან აღქმა შექმნან, რომ ხდება ხმის მიცემის დაძალება და ამით გამოწვეული პროტესტის დემონსტრირება - საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება ვინ ვის მისცა ხმა ეს ძალიან მცირე და არასრული ჩამონათვალია, იმ ყალბი გეგმებისა, რასაც ნაცაგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები აპირებენ არჩევნების არალეგიტიმურობის კამპანიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.


როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ ცდილობენ ყალბი აღქმებით და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიებით აგენტურული ოპოზიცია და მათი პატრონები ქვეყნის დაღუპვას, რის საშუალებასაც მათ „ქართული ოცნება“ არასდროს მისცემს.


„ჩვენ საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში კვლავ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას თუ როგორ ცდილობენ ყალბი აღქმებით და ფეიკ კამპანიებით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნების გადაფარვას და ამ ქვეყნის გაწირვას გარდაუვალი დაღუპვისთვის, რის საშუალებასაც, ბუნებრივია, ნაც.აგენტურას და მათ პატრონებს არასდროს მივცემთ. ამიტომ, გააფერადეთ წრე 41-ის წინ და უზრუნველყავით მხოლოდ ევროპისკენ სვლა, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ უკეთესი ცხოვრების პირობებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.