გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზუგდიდსა და მარნეულში ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

1-11-2018

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო იქნა მიღებული.


ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში  ცენტრის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც  პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები იყო განხილული. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ მარნეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.

 

კერძოდ: ზუგდიდში ( პუშკინის ქ. 102) მდებარე შპს "ტრანს ჯგუფი"-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება); მარნეულში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს "ტექ 2017" A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს კი აკრედიტაცია  შეუჩერდა 8-დან ორი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ( N2, N3,  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება).


ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ  აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და ხელახალი აკრედიტაცია გაიარონ 3 თვის შემდეგ.