გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ბაზარი დაიწვა

1-11-2018

რუსთავში, გვიან ღამით ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.


ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.


 „ამ მომენტისათივს ხანძარი ლოკალიზებულია. იწვოდა რიგი, სადაც განთავსებული იყო ძველი მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ღია ცეცხლი იყო. ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა, რომ ხანძარი გვერდზე, ფაქტობრივად, დაახლოებით, 2 მეტრაში არსებულ რბილი ავეჯის საამქროზე გავრცელებულიყო. ყველა ეს მიმდებარე ტერიტორია გადარჩენილია,“ - განაცხადა ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.