22-10-2024
„საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა“ - ამის შესახებ ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„სინგაპურის სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია, აპრილშია ბერმუდას მესამე ინსტანციის სასამართლო და იქ სასამართლო მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ დრო გააჭიანურონ. სასაცილოა, მოსამართლეები გაგიჟებული იყვნენ, რატომ შეიტანეთ სამოქალაქოში. სასამართლო დარბაზში დასაჭერები იყვნენ, როცა დაკითხვაზე იყვნენ, იმდენად ღია, მარტივია ყველაფერი. ახლა აღარ მოვყვები მთელ ისტორიას, ადვოკატებს ბევრი აქვთ ნათქვამი, მაგრამ დაწყებული იქიდან, როგორ იძარცვებოდა ანგარიში და იმის შემდგომ როგორ გრძელდებოდა იქ სხვანაირს ვერაფერს ვერ იტყვი, გარდა იმისა, რომ ეს იყო შანტაჟისთვის გაკეთებული და იყო პირადად ჩემზე“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.