გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილი: გავიხსენოთ 2008 წლის ნატო-ს სამიტი, როდესაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატო-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ, რეალობა სულ სხვაა, მათ არ ჰქონდათ უკრაინის და საქართველოს მიღების სურვილი ელემენტარული მიზეზის გამო

22-10-2024

„გავიხსენოთ 2008 წლის ნატო-ს სამიტი, როდესაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატო-ში და ეს დააბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ, რეალობა სულ სხვაა, ამის განმარტებას მე ახლა არ შევეცდები, ერთს ვიტყვი, რომ არ მიიღეს იმიტომ კი არა, რომ ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა, არამედ, ვინც არიან რეალურად ნატოს კოორდინატორები - დღეს, ამ წუთში, ამაზეც არ გავჩერდები - ვინც მართავს დღეს ნატოს, მათ არ ჰქონდათ სურვილი უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ომამდე, საქართველომ 2008 წელს, რუსეთთან ომში მძიმე დღეები გადაიტანა.


ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ განცხადებებს, რაც დასავლელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით კეთდება, რომ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინელებისგან შემდგარი - ივანიშვილის თქმით, სწორედ ამისთვის ინახავდნენ ორივე ქვეყანას და ეს იყო ნატო-ში მიღებაზე უარის მიზეზიც.


„ჩვენთან, სამეზობლოში ძალიან მძიმე ომია, იცით; მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რუსეთთან ომია. უფრო ადრე, ჩვენ გვქონდა 2008-ში თუ გაიხსენებთ, ძალიან იოლი გასახსენებელია, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება დღეს, თუ დააკვირდებით დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო არ ჩაერთოს რუსეთის ომში: ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ - ძალიან ბევრი განცხადებაა, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ამერიკიდან აკეთებს, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. აი ეს, 2008-შიც იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველოსაც და უკრაინასაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ, სწორედ ამიტომაც არ მიიღეს ნატოში,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.