გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის ჩუქებაზე: საკუთარ გაკეთებულზე ნაკლებად მიყვარს საუბარი, თუ მაინც მომიწევდა ამაზე საუბარი, სწორედ ამ აქტს გავიხსენებდი და ჩემი ხელწერის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იქნებოდა

22-10-2024

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასა და მისი საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ, ტელეკომპანია "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ გაკეთებულ საქმეებზე საუბარი ნაკლებად უყვარს.


მისივე განცხადებით, საკუთარი ხალხისა და სამშობლოსთვის მაქსიმუმს აკეთებს და თუ მაინც მოუწევდა გაკეთებულ საქმეებზე საუბარი, სწორედ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს გაიხსენებდა, როგორც თავისი ხელწერის ყველაზე კარგ მაჩვენებელს.


„მე მგონი, რომ საკმაოდ ბევრი გადაცემა გაკეთდა, გუნდმაც კარგად იმუშავა და კარგი და სწორი აქცენტები გაკეთდა ჩემი აზრით საზოგადოებაში, ბევრი რომ არ ვისაუბრო და ზოგადად, საკუთარ გაკეთებულზე ნაკლებად მიყვარს საუბარი.


ერთს ვიტყოდი, რომ თუ პოლიტიკაში მოსვლა არ მომიწევდა და მე ჩემი მსოფლმხედველობა რაც მქონდა, ისე ვცხოვრობდი, როგორ მესმოდა, მე არ ვდარდობ, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკაში მოსვლას, მე მქონდა რესურსი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის - ეს ჩემი სამშობლოა, ვაკეთებ მაქსიმუმს რაც შემიძლია და რა თქმა უნდა ქველმოქმედებას ის სახე ვეღარ მიეცა პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, სხვათა შორის პირველი თვითონ ამოყარეს თუ გახსოვთ და დანაშაულად ჩათვალეს.


კიკაბიძეს აფინანსებს, თურმე, ამას აფინანსებს, ისეთი აქცენტებით აკეთებდნენ ამას, რომ თითქოს დანაშაულია, ეს რა გიქნია, საშინელება ჩაგიდენია. რა თქმა უნდა გულწრფელად ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი და თუ ის ხელწერა დამრჩებოდა და თუ მაინც ასაკში მომიწევდა ამაზე საუბარი, სწორედ ამ აქტს გავიხსენებდი და ეს იქნებოდა ჩემი ხელწერის ყველაზე კარგი მაჩვენებელი და მე თვითონაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხერხდა და გაკეთდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.