გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა-სოფლებს უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა

8-12-2017

ძლიერი ქარის შედეგად დაბა ოჩხამურში დაზიანდა ელექტროგადამცემი  ხაზები და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ხალაში, საჩინოსა და ლეღვაში დაიმეწყრა სასოფლო გზები,  შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. ასევე ოჩხამურის, საჩინოსა და ციხისძირის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება.

მუნიციპალიტეტში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.