გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: სადამკვირვებლო ორგანიზაციები „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია

22-10-2024

ოთხი ორგანიზაცია: „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რეალურად, ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ოთხივე ორგანიზაციის სახელით, ერთი და იმავე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.


მისი თქმით, უშანგი მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც მისი ამ პარტიისთვის შეწირული თანხაც ადასტურებს.


რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციას „ქართული ორდენი“, მიქანაძის განმარტებით, ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ გრიგალაშვილი, ვარშავაში „ნაცმოძრაობის“ მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრია.


„უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.


საყურადღებოა დამკვირვებლად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია“, - განაცხადა მიქანაძემ.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობას“ ერთი და იგივე მინდობილი პირი - ივანე ბურდული ჰყავს, რომელიც, 2020 წელს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა.


„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა მინდობილმა პირმა - ივანე ბურდულმა.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა“-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს, 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“-ს სასარგებლოდ 3000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.