გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ჩიხელიძე: სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება

22-10-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ პარტიებთან.


ჩიხელიძის თქმით, ნათლად გამოჩნდა რას და ვის ინტერესებს ემსახურება დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა, ის არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება.


„გივი მიქანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, განსაკუთრებით საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და კოლექტიური დასავლეთისთვის იქნება, რადგან ნათლად გამოჩნდა რას და ვის ინტერესებს ხმარდება დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა, ის არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება.


სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება, რაც მათ მიერ მომავალში დასაწერი ანგარიშების დისკრედიტაციას იწვევს, როგორ შეიძლება, ნაციონალური მოძრაობის და სხვა სუბიექტების შემომწირველმა ორგანიზაციებმა, მიუკერძოებელი, ობიექტური ანგარიში დაწეროს?“ - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.