გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12-კმ-იანი მონაკვეთის გახსნას

23-10-2024

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი რამდენჯერმეა გაზრდილი.


„დღეს გვაქვს საინტერესო დღე - ვიყავით ანაკლიაში, სადაც დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე გახლდით ყულევში, სადაც შენდება ძალიან მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ახლა ვხსნით ჩვენი ავტომაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. ეს განვითარება აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა მიდის წინ და ჩვენი ვალია, მომავალშიც ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.


მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება სამუშაოები ამ მიმართულებით.


ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს. დღეს, რიკოთის მონაკვეთზე ჩვენ უკვე ვსარგებლობთ, მთლიანობაში, 49 გვირაბით და 88 ხიდით. ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.


შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი სამუშაოების ტემპები.


რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს. რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას.


ლიხის ქედის რთულ, მთიან რელიეფზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მასშტაბურ საინჟინრო გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის კრიტიკულ და რთულ პროექტად იყო აღიარებული. ამიტომ, მას თამამად მოვიხსენიებთ, როგორც საუკუნის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.


ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს,"- განაცხადა პრემიერმა.