გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლი ქართველის მუქარაზე: მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა

23-10-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლის ქართველი მოხალისის მიერ გაჟღერებულ მუქარას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ უსამშობლოების მხრიდან დისტანციური მუქარები მოსალოდნელი იყო.


დავით ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი გამარჯვება გარდაუვალია, ყველა სხვა ქმედება კი - დასწრებაზეა.


„ამასაც ველოდებოდი - უსამშობლო არაკაცთა დისტანციურ მუქარებს. რევოლუციით დაშინება - ჯანდაბას, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი თავიც ჯანდაბას, ჩემს შვილიშვილებსაც სისხლით ემუქრება. აბა დავიჯერო, მოსაკლავად გამიმეტოს და ბავშვები დამინდოს? ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ვინმე ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად. რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა. ოღონდ ერთი პირობით, არ "დაზადნოს" და მიპოვოს. დანარჩენი - დასწრებაზეა. ახლა კი, ვინც იგულისხმება - იციან: მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ. "კიდევ სცადეთ," - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.