გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლონეთში მედიაციის ერთობლივი საუნივერსიტეტო ცენტრი დაფუძნდა

23-10-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და სლუპსკის (პოლონეთი) უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ევროპულ უნივერსიტეტში კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის დაფუძნების ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლონეთისა და ევროპის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პოლონეთის სასამართლო ხელისუფლების, მედიატორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინსტიტუციურ პარტნიორებთან ერთად თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური რესურსების გამოყენებითა და მხარდაჭერით დაიგეგმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თანამშრომლობა პოლონეთში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის - კვლევის, განათლების ხარისხის ამაღლების და იურიდიული განათლების გაძლიერების მიმართულებით.


სლუპსკის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყრება მედიატორთა პროფესიულ სწავლებას და სასერტიფიკატო პროგრამების ორგანიზებას, საუნივერსიტეტო კურიკულუმში დაინერგება მედიაციის კლინიკა, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან ერთად უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას სასამართლო მედიაციის პროგრამებში, დაფუძნდება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის და მედიაციაში წარმომადგენლობის იმიტირებული კონკურსების აკადემიური ტრადიცია აკადემიური პერსონალისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების ჩართულობით, 2025 წლიდან განხორციელდება ერასმუს პლუს პროგრამის ფარგლებში პროფესორთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სასწავლო მობილობის პროგრამები. ასევე, გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში, რომელიც მოემსახურება მედიაციის თემატიკაზე სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციას.