გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამას იწყებს

23-10-2024

თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდება.


გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.


ტრენინგი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კურსზე დასასწრებად მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება.

დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბმულზე.