გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება

23-10-2024

„2012 წლამდე, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გაღატაკებას ან პრაქტიკულად, დაღუპვას ნიშნავდა, „ქართული ოცნების“ საამაყო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან, საქართველოს 3 მილიონ 300 ათას მოქალაქეს ვუმკურნალეთ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.


მან სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, გამოყო განათლების სფეროში გასული 12 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები. ასევე, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე, რაც 2030 წლისთვის, საქართველოს ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელ ქვეყნად აქცევს.


„2012 წელთან შედარებით, 4 ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება.


2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან - 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია;


2012 წლის შემდეგ, აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, 2 თბო ელექტრო სადგური და 1 ქარის ელექტრო სადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.