გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი - ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს

23-10-2024

„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.


მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ირჩევს მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას, მაშინ როცა ოპოზიცია ირჩევს ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს.


„ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.


ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.