გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალგაზრდა კაცმა დედა დაჭრა

1-11-2018

ნარკოტიკული თრობისგან მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად გორში ახალგაზრდა კაცმა დედა დაჭრა. ქალს დაზიანება მარცხენა მხრის არეში ჰქონდა, დახმარების გაწევის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.


28 წლის კაცი კი მძიმე ინტოქსიკაციით პოლიციის თანხლებით ამავე კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მას ასევე სხვა დაზიანებებიც აღენიშნებიდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა შეძლეს.


მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ის მე-18 დაწესებულებაში ციხის საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება მათ შორის ჰალუცინოგენი ჰქონდა მიღებული და სახლში დაბრუნებულს ბავშვის წაყვანა უნდოდა.


ოჯახის წევრებთან შეკამათების შემდეგ მან დაზიანებები დედას და ცოლს მიაყენა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შსს მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლის მე3 ნაწილით და 126 პრიმა მუხლით  დაიწყო.


imedinews.ge