23-10-2024
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს რადიკალურ ოპოზიციაზე ისაუბრა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი თავიან თავს ევროპელებად ფუთავენ. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ დიდი ბრძოლის შედეგია ის, რასაც დღეს ქვეყანამ მიარწია.
„ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან და თავიანთ თავს ფუთავენ, როგორც ვითომ ევროპელები, ფსევდოლიბერალი ფაშისტები. ამ დროს, მოდით შედეგებით ვილაპარაკოთ, ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, რომ თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც აქ არიან ადამიანები ვინც ეს უზრუნველყო, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლოს, ჩვენ დღეს ვართ ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსით და ეს გამარჯვებაც ბრძოლით მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარია უარი არ ვთქვით ჩვენს წარსულზე და უარი არ ვთქვით ჩვენს ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, ეს არის ყველაზე მთავარი“, - აღნიშნა მდინარაძემ.