გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ნათენაძე: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თაღლითურად მომატყუეს, დაწყებული გვაქვს სასამართლო პროცესები

24-10-2024

„მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თაღლითურად მომატყუეს და აუცილებლად ამ მიმართულებით გავაგრძელებ სასამართლო პროცესებს“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ნათენაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ „ვარძიის ტერასების“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.


„ჩვენ დაწყებული გვაქვს სასამართლო პროცესები. მე არ მინდოდა, რომ ეს დამთხვეულიყო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ 6 თვის წინ შევიტანეთ სარჩელი. 2018 წლიდან ყოველ წელს ვცდილობ ჩემს პარტნიორთან მოლაპარაკებას, რომ ჩვენი პირვანდელი შეთანხმება, რაც იყო ის შეთანხმება აღდგენილიყო, რაზეც იწყება მოლაპარაკება, დრო იწელება და შემდეგ უარს მეუბნებიან ყოველთვის. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენ ვითხოვთ იმ პირვანდელი შეთანხმების აღდგენას, რითაც დავიწყეთ ჩვენ ურთიერთობა“ - განაცხადა ნათენაძემ.