გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, 6000 დევნილი ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით

24-10-2024

პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, 6000 დევნილი ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ასევე ამბიციურად გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით.


„პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პროგრამაში კონკრეტული მონაცემები გვქონდა წარმოდგენილი. დევნილების ღირსეული საცხოვრისით დაკმაყოფილება - 6000 ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ გეგმების, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ როდესაც მიწევს ხოლმე საუბარი მთავრობის ანგარიშზე, გეგმებზე, მიწევს ხოლმე დაახლოებით 90%-ის გაფილტვრა იმ გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან, რაც არის ხოლმე წარმოდგენილი. აქედან ჩანს, თუ რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებს თითოეული სამინისტრო და ასევე ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, ზრუნვას პოლიციაზე, სამართალდამცავ უწყებებზე", - განაცხადა პრემიერმა.