გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რუსეთი ვერ შეძლებს, არსებითად, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს დაგეგმილ არჩევნებზე, საქართველოში რუსეთს არ აქვს გავლენა

24-10-2024

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


Euronews-მა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას.


„არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.