გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ყველამ ნახა, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული ჩვენს შეხვედრაზე, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე

24-10-2024

გუშინდელი შეკრება იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ თავისუფლების მოედნის გავსება ვერ შეძლეს.


„ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.


ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, ხარჯები იყო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი იქნება დეკლალირებული ანტიკორუფციულ სამსახურში. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.