გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აკაკი ზოიძე: ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა

1-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ყოველდღიურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში პარტიული სტრუქტურების სრული მობილიზებაა აუცილებელი, ისევე როგორც ჩვენი მხარდამჭერების.


მისივე თქმით, იქმენა „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც დედაქალქის მერი, კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

 

 “დღეს მეორე ტურმა  აბსოლუტურად სხვა დატვირთვა შეიძინა, საუბარი იყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე, როცა  ჩვენ ვსაუბრობდით პირველ ტურზე, რომელშიც   მონაწილეობდა  საკმაოდ ბევრი  პოლიტიკური ძალის თუ დამოუკიდებელი კანდიდატი. ახლა უკვე აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება და დღეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე, რომელიც წავა და იქიდან, მხოლოდ და მხოლოდ, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, მხოლოდ იმის გახსენება ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რა ძალას წარმოადგენს  ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახეშეცვლილი ცდილობს, რომ ჰუმანისტის ნიღაბის ქვეშ ამოფარებული მოვიდეს, ან შეეცადოს ხელისუფლებაში მოსვლას.


ეს არის ძირითადი არსი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზება არის აუცილებელი. ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის რაც მოხდა და მათ შორის არა უკანასკნელი ადგილი უჭირავს სწორედ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი მისი ამომრჩევლის ნაწილი,  რომელიც ადრე უჭერდა მხარს. განხიბლულები, ნაწყენები, შესაძლოა გაბრაზებულები და ინდიფერენტულები. ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ერთიანობით დავანახოთ, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც, ძალიან ახლო მომავალში  ცალკეული ადამინების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ და რომ ჩვენ არ ვაფარებთ არც კორუფციას ხელს, არასდროს ეს არ მოხდება და ჩვენი ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს   ინდულგენციას კორუფციასთან მიმართებაშიო.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ ადამიანი დარჩება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო.


ყოველდღიურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აუცილებელია პარტიული სტრუქტურების სრული მობილიზება, ისევე როგორც ჩვენი მხარდამჭერების. იქმნება „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, და თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს ქალაქის მერი და პარტიის გენერალური  მდივანი, კახა კალაძე,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.