გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ქვეყნის მშვიდობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს

24-10-2024

საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, ეს ქვეყანა არასდროს არავის დაუგირავებია.


„არავის არ უკადრებია არა მარტო დაგირავება ამ ქვეყნის 3000 წლის მანძილზე, არამედ არც ამ ტერმინებით საუბარი. საქართველოს ვერავინ ვერასდროს დააგირავებს. ჩვენ გვქონდა 9-წლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოს აგენტურა მართავდა და მაშინაც არ იყო ეს ქვეყანა დაგირავებული. დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. რა არჩევანიც დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, ეს იქნება სწორედ არჩევანი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სასარგებლოდ, მშვიდობის სასარგებლოდ. ამ არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.


საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ. საქართველო ისტორიის მანძილზე არასოდეს არავის დაუგირავებია და ვერც ვერავინ დააგირავებს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი ვიღაცას.


რაც შეეხება ურთიერთობებს, ის გადაიტვირთება აუცილებლად, მას შემდეგ, რაც გადაივლის ეს არჩევნები და მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში. ვერავინ ვეღარ აკადრებს საქართველოს საუბარს იმაზე, რომ ქართველი ხალხი პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და ტყიდან უნდა იომოს გლობალური ინტერესებისათვის. ასეთ საუბრებს აღარავინ აღარ აკადრებს საქართველოს, იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.