გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავისი „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცველებთან ექნება საქმე

24-10-2024

„თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავის „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცავებთან ექნება საქმე, ამჯერად კი პოლიტიკოსის შალიფად შემოსხმული მანტია ვერ გადაარჩენს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან“, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შემუშავებული აქვთ არჩევნების დაცვის მექანიზმი - არაფერს არ ვიტყვით, თუ გაყალბების შესახებ ხელში საკმაოდ სერიოზული მტკიცებულება არ გვექნება“.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არჩევნებს ქვეყნებში ატარებენ საარჩევნო კომისიები და საქართველოში, ამ ინსტიტუციას ჰქვია ცენტრალური საარჩევნო კომისია-ცესკო. მისივე თქმით, თუ მამუკა ხაზარაძე და მისი თანამზრახველები არ ენდობიან ცესკოს, აქედანვე შეუძლიათ ეს უნდობლობა ბოიკოტში გადაზარდონ და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.


„წაგების შიშით აგონიაში მყოფები, რას არ იტყვიან და ან რას არ მოიგონებენ; აგერ ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეს თურმე გეგმა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებაც ჰქონია, რომლის მიხედვით სარჩევნო პროცესის გაკონტროლებას აპირებს. სერიოზული განაცხადია, რომ არ ვიცოდეთ ვინ და რატომ ამბობს ასეთ რამეს. ხაზარაძემ, რომ ხალხისგან (და არამარტო!) უკვე მოიპოვა ხანდაზმული თაღლითის სახელი ეს უკვე ვიცით, რაც შეეხება იმას რატომ წარმოგვიდგება საარჩევნო „ნოუჰაუს“ ავტორად ესეც გასაგებია, წაგების შემთხვევაში ხომ უნდა თქვას აგერ ჩემი დათვლებით სხვა მონაცემებიაო.


ყველას შევახსენებ, რომ არჩევნებს ქვეყნებში ატარებენ საარჩევნო კომისიები, ჩვენთან, საქართველოში, ამ ინსტიტუციას ჰქვია ცენტრალური საარჩევნო კომისია-ცესკო. რჩევის სახით, თუ მამუკა ხაზარაძე და მისი თანამზრახველები არ ენდობიან ცესკოს, აქედანვე შეუძლიათ ეს უნდობლობა ბოიკოტში გადაზარდონ და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავის „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცავებთან ექნება საქმე, ამჯერად კი პოლიტიკოსის შალიფად შემოსხმული მანტია ვერ გადაარჩენს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.