გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ჭანიეთში სამი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

8-12-2017

ორდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანითში სამი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. 

ამის შესახებ "გურიის მოამბე" სოფლის დეპუტატმა დავით მჟავანაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საცხოვრებელი სახლების დატბორვა, მილხიდის დაზიანებამ გამოიწვია, რომლის ნაწილიც ჩამოიშალა და გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა. 

"ნაწილი მილხიდის ჩამოიშალა, რამაც გამოიწვია ადიდებული წყლის სავალ ნაწილზე გადმოსვლა. სამ ოჯახს წყალმა დაუტბორა ეზო და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილი არ არის, თუმცა მანქანები ფაქტიურად ცურავენ წყალში,  ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. ვესაუბრე ამ საკითხზე უკვე ქალაქის მერს, რამდენიმე წუთში ადგილზე მივიყვანთ სპეციალურ ტექნიკას, რომლის საშულებითაც გაიწმინდენა ტერიტორია"-გვითხრა მჟავანაძემ. 

წყარო: "გურიის მოამბე"